|
2022-08-27 13:11:10, 1648 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ხანიშვილი უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ იშტვან ნაგის შეხვდა
თურქეთში, ქალაქ სტამბულში გამართული საერთაშორისო გამოფენის APIMONDIA 2022 ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ იშტვან ნაგის შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მეფუტკრეობის დარგის განვითარების ხედვებზე, მიდგომებსა და მექანიზმებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია წარმოება გახდეს მეტად კონკურენტუნარიანი და პროდუქტიული. „გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თაფლის წარმოების პოტენციალის ათვისებისთვის მნიშვნელოვანია დარგის მხარდაჭერა, მათ შორის, მწარმოებელი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე მიდგომების დანერგვა. უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი დაინტერესდა საქართველოში სახელმწიფოს მხარდაჭერით მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო პროგრამებით და ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე მოთხოვნის საკითხით. სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, გიორგი ხანიშვილმა უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი საქართველოში მოიწვია. გამოფენაში APIMONDIA 2022 50 ქვეყანა და მეფუტკრეობის სექტორში მოქმედი 150-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს. APIMONDIA 2022 24 აგვისტოს გაიხსნა და 28 აგვისტოს დასრულდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)