|
2022-08-26 12:39:39, 2077 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვა ლუკაშენკოს მილოცვაზე - ვუსურვებთ იგივე მშვიდობიან ცას და გაერთიანებას მის კარგ მეგობრებთან
ვუსურვებთ ლუკაშენკოს იგივე მშვიდობიან ცას და გაერთიანებას მის კარგ მეგობრებთან ჰუსეინთან და კადაფთან,- ასე უპასუხა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ პუტინის თანააგრესორის, ბელარუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მილოცვას. სამინისტროს თქმით, "საჩუქრად" ბელარუსიიიდან უკრაინაში ისევ გაისროლეს რაკეტები. „ჩვენს დამოუკიდებლობის დღეს, დიქტატორმა ლუკაშენკომ უკრაინას მიულოცა და მშვიდობიანი ცა უსურვა... "საჩუქრად" ბელარუსიიდან უკრაინაში ისევ გაისროლეს რაკეტები. ჩვენ ვუსურვებთ ლუკაშენკოს იგივე მშვიდობიან ცას... და გაერთიანებას მის კარგ მეგობრებთან ჰუსეინთან და კადაფთან”,- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსნებთ, რომ 24 აგვისტოს უკრანამ, დამოუკიდებლობის გამოცხადების 31 წლისთავი აღნიშნა, მომლოცველთა შორის იყო თანააგრესორი ლუკაშენკო. ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი გააგრძელებს ჰარმონიის შენარჩუნებას, მეგობრული და ურთიერთპატივისცემის მქონე კონტაქტების განვითარებას ყველა დონეზე. რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან, სულ მცირე 631 რაკეტა იქნა გაშვებული ბელარუსიდან უკრაინის ტერიტორიაზე. ბოლოს მონაცემები მაისში განახლდა. უკრაინა 1 აპრილს დაექვემდებარა უდიდეს დაბომბვას ბელარუსიის მხრიდან. იმ დღეს რაკეტებს ფაქტიურად ყოველ 10 წუთში ისროდნენ. ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, პუტინმა ბელარუსისი თვითგამოცხადებულ პრეზიდენტზე ზეწოლა გააძლიერა. ლუკაშენკო აგრძელებს მოსკოვის ხაზის დაცვას უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით. ამასთან მან განაცხადა, რომ კიევმა უნდა მიიღოს რუსეთის ფედერაციის მოთხოვნები ომის დასრულების შესახებ.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)