|
2022-08-25 17:11:29, 2128 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - რუსეთის თავდასხმა ჩაპლინოს მატარებლის სადგურზე, ძალადობის ბარბაროსული ჩვენებაა
რუსეთის თავდასხმა ჩაპლინოს მატარებლის სადგურზე, ძალადობის ბარბაროსული ჩვენებაა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო აგრძელებს უკრაინელი ერის გვერდით დგომას და სიცოცხლის ტრაგიკულ დანაკარგს გლოვობს. „შოკირებული და დამწუხრებული ვარ ჩაპლინოს მატარებლის სადგურზე რუსეთის დარყმის გამო. საშინელი თავდასხმა, ძალადობის ბარბაროსული ჩვენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. ვგლოვობ სიცოცხლის ტრაგიკულ დანაკარგს. საქართველო დგას უკრაინელი ერის გვერდით“,- წერს ზურაბიშვილი. ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა დნეპროპეტროვსკის რაიონის სოფელ ჩაპლინოში სამძებრო სამუშაოები დაასრულეს, სადაც რუსეთის არმიამ რაკეტებით რკინიგზას დაარტყა. რუსები ჩაპლინოს რამდენჯერმე დაესხნენ თავს. დღისით მტრის რაკეტამ კერძო სახლი გაანადგურა. მოგვიანებით ოკუპანტებმა კვლავ შეუტიეს დასახლებას - ჯერ ერთი რაკეტით, შემდეგ კი კიდევ სამი. დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, მათგან ორი ბავშვია. გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის არიან რკინიგზის მუშები. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ დნეპროპეტროვსკის რაიონის, სოფელ ჩაპლინოში მომხდარში მონაწილეობა აღიარა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)