10:49 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-25 11:32:41, 1269 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილი ბორჯომის ხანძარზე - გადავხედოთ ევროპას, იგივე და ბევრად მასშტაბური პრობლემებია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის მეტ გავრცელებას არ ელოდებიან, რადგან მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა შესაძლო საშუალება იმისთვის, რომ ხანძარი დროულად ოპერატიულად მოექცეს კონტროლქვეშ.  

როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ხანძრით გამოწვეულ ზარალზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

"გამომდინარე იმ მაღალი ტემპერატურისა, რაც ქვეყანაში არის და უპრეცედენტოდ გვავლიანი სეზონისა, თვეების განმავლობაში ჩვენ აღმოსავლეთ საქართველოში არ გვქონდა ნალექი. შესაბამისად, უფრო რისკიანი ამ კუთხით არის წიწოვანი ტყეები და რთული ხანძრის კონტროლში მოსაქცევად. 

რაც შეეხება ზარალთან დაკავშირებით, ჯერ ნაადრევია ვისაუბროთ. პირველად ხანძარი გავრცელდა ტყის ქვედა ფენებში და ნაკლები იყო მცენარეების დაზიანება. პრინციპში, ჩვენ მეტ გავრცელებას, ალბათ, არ ველოდებით, რადგან მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა შესაძლო საშუალება იმისთვის, რომ ხანძარი დროულად ოპერატიულად მოექცეს კონტროლქვეშ. 

რაც შეეხება იმას, რატომ ვერ ხერხდება და რა იყო მიზეზები - მიზეზს, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს, თუმცა აქ გასაკვირი ძალიან რთულია რამე იყოს, ეს არის მაღალი ტემპერატურები, ზაფხულის სეზონი. აგვისტოს ბოლო პერიოდია ყველაზე სარისკო პერიოდები. წინა ხანძრები, როდესაც გვქონდა ხანძრების სეზონი ქვეყანაში ეს იყო ამ პერიოდში.

გადავხედოთ მთელ ევროპას და მთელ კონტინენტს, იგივე და ბევრად უფრო მასშტაბური პრობლემებია. დაცული ტერიტორიების 10% ერთ თვეში დაკარგა პორტუგალიამ",- განაცხადა დავითაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics