10:49 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-24 14:39:46, 1084 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურის თანამშრომლების ხელშეწყობით ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრები ბავშვები აჭარაში დაისვენებენ

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების ხელშეწყობით, ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრები ბავშვები აჭარაში, ზღვისპირა სასტუმროში დაისვენებენ.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების ხელშეწყობით, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის თავშესაფარში მცხოვრები 21 ბავშვი, მშობლებთან ერთად, აჭარაში,  ერთ-ერთ სასტუმროში  დაისვენებენ. 

აღნიშნულ საქველმოქმედო ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ და ბავშვებს საჩუქრად ზღვისთვის საჭირო აქსესუარები გადასცეს. 

ძეგვის თავშესაფრის დირექტორმა, ნანა გოგოჭურმა, პროკურატურის წარმომადგენლებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა  წლებია ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრებთათვის სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას პერმანენტულად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics