|
2022-08-24 10:26:00, 986 ნახვა
მსოფლიო
თანააგრესორმა ლუკაშენკომ უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
ბელარუსის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ და უკრაინის მიწაზე რუსეთის სამხედრო დანაშაულების თანამზრახველმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი გააგრძელებს ჰარმონიის შენარჩუნებას, მეგობრული და ურთიერთპატივისცემის მქონე კონტაქტების განვითარებას ყველა დონეზე. „დარწმუნებული ვარ, დღევანდელი წინააღმდეგობები ვერ დაანგრევს ორ ქვეყანას შორის გულწრფელი და კეთილმეზობლური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან საფუძველს. ბელარუსი გააგრძელებს ჰარმონიის შენარჩუნებას, მეგობრული და ურთიერთპატივისცემის მქონე კონტაქტების განვითარებას ყველა დონეზე”,- აღნიშნულია მილოცვაში. გარდა ამისა, მილოცვაში ლუკაშენკომ უკრაინას ასევე უსურვა „მშვიდობიანი ცა, შემწყნარებლობა, გამბედაობა, ძალა და წარმატებები ღირსეული ცხოვრების აღდგენაში“. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან, სულ მცირე 631 რაკეტა იქნა გაშვებული ბელარუსიდან უკრაინის ტერიტორიაზე. ბოლოს მონაცემები მაისში განახლდა. უკრაინა 1 აპრილს დაექვემდებარა უდიდეს დაბომბვას ბელარუსიის მხრიდან. იმ დღეს რაკეტებს ფაქტიურად ყოველ 10 წუთში ისროდნენ. ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, პუტინმა ბელარუსისი თვითგამოცხადებულ პრეზიდენტზე ზეწოლა გააძლიერა. ლუკაშენკო აგრძელებს მოსკოვის ხაზის დაცვას უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით. ამასთან მან განაცხადა, რომ კიევმა უნდა მიიღოს რუსეთის ფედერაციის მოთხოვნები ომის დასრულების შესახებ. დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის გამოცხადების 31 წლისთავს აღნიშნავს. ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად ზაფხულის ბოლოს აღინიშნება. წელს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა უკრაინელისთვის. ოკუპანტების მიერ სარაკეტო თავდასხმების საფრთხის გამო, 2022 წლის დამოუკიდებლობის დღე უკრაინაში რიგ რეგიონებში დღესასწაულების გარეშე და დამატებითი შეზღუდვებით გაიმართება.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)