17:46 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-23 11:01:52, 1601 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ თურქეთში პრეზიდენტ პუტინსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებების ორგანიზება

ჩვენი მიზანი თურქეთში პრეზიდენტ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებაა,- აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ერდოღანის თქმით, თურქეთი აგრძელებს ძალისხმევას ომის დასრულებისა და უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის.

„ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ თურქეთში პრეზიდენტ პუტინსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებების ორგანიზება, რათა მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას“,- განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ 18 აგვისოტოს ლვოვში ერდოღანის, ზელენსკისა და გაეროს გენერალური მდივანის, ანტონიო გუტერეშის შეხვედრა გაიმართა. 

ერდოღანის ინფორმაციით, თურქეთმა, უკრაინამ და გაერომ განიხილეს ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას აიღოს პასუხისმგებლობა დიპლომატიური პროცესის გასააქტიურებლად. 

მისივე თქმით, ანკარა მზადაა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში დიპლომატიური წვლილი შეიტანოს, ამიტომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტი თურქეთში შეხვედრაზე მიიწვია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics