|
2022-08-22 17:06:11, 1120 ნახვა
საზოგადოება
კალათბურთში ჩემპიონატის მატჩებთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის განმავლობაში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვლება
კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩთან დაკავშირებით, 24 აგვისტოს 14:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო ევროპის ჩემპიონატის მატჩთან დაკავშირებით, პირველ სექტემბერს 11:00-დან 00:00 საათამდე, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვლება და მოძრაობა დასაშვები იქნება მხოლოდ ერთი მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ანალოგიური შეზღუდვა იმოქმედებს 3 სექტემბრის 11:00-დან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე და 6 სექტემბრის 11:00-დან 7 სექტემბრის 00:00 საათამდე. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ტრანსპორტი მხოლოდ ერთი მიმართულებით იმოძრავებს. „სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო თამარაშვილის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდებათ. მძღოლები თამარაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილებას შეძლებენ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის ქუჩის გამოყენებით. უნივერსიტეტის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება დანელიას ქუჩის მიმართულებით, ხოლო დანელიას ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. საზოგადოებრივ ტრანსპორტს აღნიშნული შეზღუდვები არ შეეხება და დადგენილი სქემით გადაადგილდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)