16:28 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-21 15:41:08, 1126 ნახვა

მსოფლიო
კრემლის პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი შვილის გარდაცვალების შემდეგ გულის მწვავე შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს

კრემლის პუტინისტი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი შვილის გარდაცვალების შემდეგ გულის მწვავე შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული  ინფორმაციით,  ტერაქტი თავად პუტინის პროპაგანდისტის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი, თუმცა დუგინი ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა.

ცნობისთვის, გუშინ ღამით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, ალექსანდრ დუგინის შვილი მოსკოვთან ახლოს, მანქანაში ააფეთქეს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკმა თქმით, ეს მკვლელობა მოწმობს რუსეთის შიგნით ძალაუფლებისთვის და სხვადასხვა ჯგუფს შორის გავლენისთვის ბრძოლას. ამასთან, მომხდართან დაკავშორებით კიევის ჩართულობას უარყოფს.

გარდა პოდოლიაკისა, დუგინას სიკვდილს ასევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა.

მისი თქმით, თუ უკრაინული კვალის ვერსია თუ დადასტურდება, მაშინ შეძლებს, საუბარს კიევის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics