02:29 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-21 12:09:59, 1826 ნახვა

ეკონომიკა
ავსტრალიელი მეღვინეები ქართული ვაზის ჯიშებს და ღვინის დაყენების ტექნოლოგიას საქართველოში გაეცნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე ავსტრალიური კომპანიის „Bentroad Winery” წარმომადგენლებს შეხვდა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის და მარკეტინგის სტრატეგია გააცნო. 

სააგენტოს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ავსტრალიაში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და ავსტრალიის ბაზარზე ქართული ღვინის რეალიზაციის პოტენციალის გამოყენებას.
ღვინის კომპანია „Bentroad Winery” წლიურად 300,000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს.

„2018 წელს, კომპანიამ „Bentroad Winery” 15 ქართული ქვევრი შეიძინა და ავსტრალიაში გაშენებული საფერავის ჯიშის ყურძნისგან ქვევრის ღვინის დამზადება დაიწყო. გარდა საფერავისა, კომპანიაში ქვევრის ღვინოს ფრანგული თეთრი ყურძნის ჯიშებისგან ამზადებენ. პროდუქციის რეალიზაციას კი, როგორც ავსტრალიის, ისე, ამერიკის ბაზარზე ახორციელებს.

კომპანიის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი მეღვინეობის „პი“ ორგანიზებით განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში, ავსტრალიელი მეღვინეები ქართლში, კახეთში, იმერეთსა და რაჭაში ღვინის მწარმოებლებს ეწვივნენ. ავსტრალიელი მეღვინეები დაინტერესებული არიან ქართული ქვევრის ღვინის ტექნოლოგიით და ქართული ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics