|
2022-08-20 13:47:23, 1167 ნახვა
საზოგადოება
სოფელ გრაკალში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობს
სოფელ გრაკალში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მოადგილემ დავით ქისიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბეგლარაშვილმა დაათვალიერეს. გათვალისწინებულია ახალი სათავე ნაგებობის (ჭაბურღილი), სამარაგო რეზერვუარის, მიმწოდებელი მაგისტრალის, მაგისტრალური მილსადენის, საქლორატორო ჯიხურის, ელექტრონული ქსელის და სანიტარულის ზონის მოწყობა. პროექტის ფარგლებში სოფელ თელიანსა და სასირეთში სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია განხორციელდება. „სამივე სოფლის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, სახელშეკრულებო ღირებულება 699 999 ლარია და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „თექ ჰაივეი“ ახორციელებს. როგორც კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ განაცხადა, მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა მერიისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია. ჭაბურღილების მოწყობა კი სასმელი წყლის ხარისხისა და დებეტის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ სოფელ თელიანში სამაჩაბლოდან დევნილი და იძულებით გადაადგილებული კომპაქტურად ჩასახლებული 54 ოჯახი ცხოვრობს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)