|
2022-08-19 13:44:24, 1339 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური გოგაშვილის ბრალდებებზე - ვერ მოხდებოდა, ეს არის სრული აბსურდი
ეს ვერ მოხდებოდა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არის სრული აბსურდი,- ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სუს-ის ყოფილი უფროსის სოსო გოგაშვილის ბრალდებებს. გომელაურის თქმით, გოგაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მათ შორის არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა. „ეს რა თქმა უნდა, აბსურდია, ტყუილია, არანაირი კავშირი არ შემდგარა, პირველ რიგში მინდა ეს ვთქვა. მეორე, ვინც მე მიცნობს პირადად, ოჯახი ჩემთვის, არა მარტო ჩემი ოჯახი, ჩემი ნაცნობების, თუნდაც მტრის ოჯახსაც პატივს ვცემ, და ჩემგან ასეთი რაღაც არასდროს არ წასულა არავის მიმართ, ოჯახის ამოწყვეტით და ა/შ. ეს ვერ მოხდებოდა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არის სრული აბსურდი",- განაცხადა გომელაურმა. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება. 15 ივლისს, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)