03:37 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-19 12:21:51, 1809 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის უშიშროების ცნობით, რუსეთის FSB-ს აგენტი უზენაესი რადას შენობაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას ცდილობდა

უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, გამოავლინეს რუსეთის FSB-ის აგენტი, რომელიც  უზენაესი რადას შენობაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას ცდილობდა.

SBU-ს სპიკერის არტემ დეხტიარენკოს თქმით, SBU- ს კონტრდაზვერვამ გამოავლინა რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების მიერ უკრაინის უმაღლესი რადას ადმინისტრაციის დამხმარე განყოფილების თანამშრომლის დაქირავების ფაქტი.

”მისი რუსი კურატორის მითითებით, აგენტს უნდა შეეგროვებინა დაზვერვა უკრაინის პარლამენტში უცხოური დელეგაციების ვიზიტების შესახებ, კერძოდ, მათი პირადი შემადგენლობის, ოფიციალური და არაფორმალური საუბრების შინაარსის შესახებ. გარდა ამისა, მას დაევალა შეესწავლა დარბაზებსა და ფოიეში ინფორმაციის საიდუმლო შეგროვების სპეციალური ტექნიკური საშუალებების დაყენების შესაძლებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, უკრაინის უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვამ  დააკავა რუსეთის ფედერაციის FSB-ის აგენტი , რომელიც ხელმძრვანელობდა  სარაკეტო დარტყმებს, ზაპოროჟიეს ოკუპაციის შემთხვევაში "წამყვანი თანამდებობის" დაპირების სანაცვლოდ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics