19:59 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-18 22:01:47, 1524 ნახვა

პოლიტიკა
სახალხო დამცველმა განმარტა, თუ რატომ გაასაჩივრეს საკონსტიტუციოში ბათუმში დაგეგმილი მშენებლობებისთვის დამტკიცებული ახალი წესი

რატომ გავასაჩივრეთ საკონსტიტუციო სასამართლოში ბათუმში დაგეგმილი მშენებლობებისთვის დამტკიცებული ახალი წესი" - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიამ განაცხადა და მისი განცხადება განმარტა.

მისივე თქმით, დასაშვები ხდება შენობა-ნაგებობის სიმტკიცის, მდგრადობის წესების დაცვის გარეშე მშენებლობის წარმართვა.

"1. აღნიშნული რეგულაციით 2027 წლამდე (ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე) დასაშვები ხდება სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის ნორმების დაუცველად სამშენებლო პროექტების განხორციელება;
2. დასაშვები ხდება შენობა-ნაგებობის სიმტკიცის, მდგრადობის წესების დაცვის გარეშე მშენებლობის წარმართვა;
3. ასევე, სადავო რეგულირებით დასაშვები გახდა შენობა-ნაგებობებისთვის დადგენილი უსაფრთხოების ნორმების და ფუნქციური ზონით დადგენილი პირობების დარღვევით, განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის (კ-2) და შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის ნებისმიერი მოცულობით გადაჭარბება;
4. სადავო ნორმებით შეჩერებულია მშენებლობების განხორციელებისას შშმ პირებისთვის მისაწვდომობის უზრუნველყოფის პირობაც;
5. დასაშვები გახდა კანონმდებლობით დადგენილი ყველა სხვა სავალდებულო პირობის უგულებელყოფა, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციებისა.
6. მივიჩნიეთ, რომ აღნიშნული დიდ რისკს ქმნის ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის და არღვევს კონსტიტუციის მე-10 მუხლით დადგენილ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მიიღოს შესაბამისი ზომები ადამიანის სიცოცხლის დასაცავად.
7. ასევე, არღვევს კონსტიტუციით ნაკისრ ვალდებულებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული, თანასწორი და დამოუკიდებელი მონაწილეობისთვის უზრუნველყოს შშმ პირებისთვის მისაწვდომი გარემო". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარიას რიჟვაძე აწორედ ამიტომ თავს დაესხა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics