18:56 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-18 15:03:42, 1338 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი აშშ-ს ლავროვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციისთვის ვიზის გაცემას თხოვს

 საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის  გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად,რუსეთი ამერიკისგან ვიზების გაცემას მოითხოვს. ამის შესახებ რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა, განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლებში შეერთებულმა შტატებმა თითქოს არაერთხელ შექმნა სირთულეები სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებით რუსი დიპლომატებისთვის.

„საელჩომ უკვე მიმართა თეთრ სახლს, სახელმწიფო დეპარტამენტს მოთხოვნით... დაუყოვნებლივ გასცეს ვიზები მინისტრს და რუსეთის დელეგაციის ყველა წევრს“, - დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვსურს სერგეი ვიქტოროვიჩ ლავროვის ნახვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე“, - განაცხადა რუსეთის ელჩმა.

შეგახსენებთ. რომ თებერვალში  შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო. მათ წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირმაც დააწესა .

აპრილში  ბრიტანეთმა  რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ქალიშვილებს სანქციები დაუწესა 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics