2022-08-17 22:01:20, 1496 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატის ცნობით, ჟურნალისტი ლაშა ნაკაიძე ბრალდებებს უარყოფს
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შევპირდი, რომ არ ვიტყვი ჯერჯერობით არაფერს, ჩამოვყალიბდები, გავეცნობი მასალებსთქო და გამოდის, რომ ეხლა მე დაცვის უფლებას ვურღვევ. - ამის შესახებ „მთავარი არხის“ ყოფილი ჟურნალისტის ადვოკატმა განაცხადა.
მისივე თქმით, ლაშა ნაკაიძე ბრალდება უარყოფს.
""ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შევპირდი, რომ არ ვიტყვი ჯერჯერობით არაფერს, ჩამოვყალიბდები, გავეცნობი მასალებსთქო და გამოდის, რომ ეხლა მე დაცვის უფლებას ვურღვევ. თანაცხოვრება ჰქონდათ რაღაც პერიოდი. ხან ერთად იყვნენ, ხან ცალცალკე. [ჟურნალისტი: გაუპატიურების ბრალდებას უარყოფს?] რასაკვირველია. [ჟურნ: რაც შეეხება ძალადობას?] გამორიცხულია". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის" ყოფილ ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძეს, რომელიც სამართალდამცველებმა 16 აგვისტოს დააკავეს, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,