17:30 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-17 15:50:02, 946 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენმა 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ინფლაციის შემცირების კანონპროექტს ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ინფლაციის შემცირების კანონპროექტს.

აღნიშნული დოკუმენტი, მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებასა და ჯანდაცვის ხარჯებთან ბრძოლას, ასევე, გადასახადების გაზრდას ძირითადად მდიდარი მოსახლეობისთვის.

ბაიდენის თქმით, „ინფლაციის შემცირების აქტი“ ნახშირბადის გამონაბოლქვის შესამცირებლად და ჯანმრთელობის დაზღვევის სუბსიდიების გასაგრძელებლად 430 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის გამოყოფას ითვალისწინებს. დანარჩენი თანხა კი, ფედერალური დეფიციტის შემცირებას მოხმარდება.

ამასთან, ხელმოწერის ცერემონიაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ინფლაციის შემცირების აქტი“ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი აშშ-ის ისტორიაში, რომლის მიღებაც ამერიკელი ხალხის გამარჯვებაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics