17:31 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-17 12:58:37, 1126 ნახვა

მსოფლიო
თურქეთი რუსეთთან „ახალი სარაკეტო ხელშეკრულების“ ხელმოწერას უარყოფს

რუსეთმა თურქეთთან დამატებითი საჰაერო თავდაცვის რაკეტებით მიწოდების შესახებ განაცხადა, თუმცა, ანკარა ამ ფაქტს უარყოფს.

როგორც  Bloomberg იტყობინება, თურქეთის თავდაცვის შესყიდვების სააგენტომ უარყო მეორე შესყიდვის ხელშეკრულების ხელმოწერა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2017 წელს პირველადი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, არანაირი ცვლილება არ მომხდარა.

რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის უფროსი, დიმიტრი შუგაევი ამტკიცებს, რომ ხელშეკრულება  ითვალისწინებს თურქეთში რუსული S-400 ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის კომპონენტების ადგილობრივ წარმოებას.

როგორც Bloomberg წერს, თუქეთის მიერ ამ ინფორმაციის  სწრაფი უარყოფა ხაზს უსვამს ერდოღანის „ბალანსის“ პოლიტიკას.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან. თურქეთის მთავრობა შეიარაღებულ ძალებს თავდასხმის თვითმფრინავებით ამარაგებს, მაგრამ ასევე არ უერთდება დასავლეთის სანქციებს, რომლებიც მიზნად  რუსეთის დასუსტებას ისახავს.

 გამოცემა აღნიშნავს, რომ ახალი შეთანხმების გაფორმებამ  რუსული სარაკეტო სისტემების შესყიდვის შესახებ, შესაძლოა აღადგინოს დაძაბულობა ნატო-ს წევრებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics