12:44 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-17 12:06:25, 886 ნახვა

საზოგადოება
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კელი დეგნანი ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ელჩს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით თამაზაშვილმა მოადგილეებთან ერთად უმასპინძლა.

„გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში, დავით თამაზაშვილმა სტუმრებს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე ისაუბრეს.

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს მჭიდრო თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

შეხვედრას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
ტრამპის შვილი X-ზე ტრამპ თაუერ თბილისის რენდერის ფოტოს აქვეყნებს
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics