18:58 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-17 11:33:37, 1082 ნახვა

მსოფლიო
საუდის არაბეთში ქალს Twitter-ის გამოყენებისთვის 34 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საუდის არაბეთის სასამართლომ, ლიდსის უნივერსიტეტს სტუდენტს, Twitter-ზე დისიდენტებისა და აქტივისტების განცხადებების გაზიარებისთვის 34 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

საუდის არაბეთის სპეციალურმა ტერორისტულმა სასამართლომ განაჩენი  აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის საუდის არაბეთში ვიზიტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გამოაცხადა.

34 წლის სალმა ალ-შეჰაბს, ორი მცირეწლოვანი შვილის დედას, თავდაპირველად  3 წლით თავისუფლების აღკვეთა მისაჯა  - ინტერნეტ ვებსაიტის საზოგადოებრივი არეულობის გამოწვევის მიზნით გამოყენებისთვის.  სააპელაციო სასამართლომ ქალს ახალი ბრალდებები წაუყენა და  სასჯელის ზომად - 34 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა,

სასამართლოს ჩანაწერების მიხედვით, რომელიც Guardian-მა მოიპოვა, შეჰაბს ბრალი ედება მათ დახმარებაში, “ვინც საუდის არაბეთში  საზოგადოებრივი არეულობის გამოწვევასა და  ეროვნული უსაფრთხოების დესტაბილიზაციას“ ცდილობს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics