04:55 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-16 11:20:03, 1753 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - ნორმალური ქვეყნის ყირიმი დასვენებას და ტურიზმს ეხება, ხოლო რუსი ბოევიკებისთვის კი ეს საწყობების აფეთქებებს უკავშირდება

ნორმალური ქვეყნის ყირიმი ეხება შავ ზღვას, მთებს, დასვენებას და ტურიზმს. რუსი ბოევიკების მიერ ოკუპირებული ყირიმი კი საწყობების აფეთქებებს ეხება,- ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ეს ქმედება წარმოადგენს მზარდ სასიკვდილო საფრთხეს დამპყრობლებისა და ქურდებისთვის.

„ჯანკოის მახლობლად დილა აფეთქებებით დაიწყო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ნორმალური ქვეყნის ყირიმი ეხება შავ ზღვას, მთებს, დასვენებას და ტურიზმს. რუსი ბოევიკების მიერ ოკუპირებული ყირიმი კი საწყობების აფეთქებებს ეხება. მზარდი სასიკვდილო საფრთხე დამპყრობლებისა და ქურდებისთვის. დემილიტარიზაცია მოქმედებაშია“,- წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ აფეთქებები დროებით ოკუპირებულ ყირიმში დღეს დილით მოხდა. ჯანკოის რეგიონში საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რაიონში ერთდროულად ორი საგანგებო შემთხვევა მოხდა: ჯანკოიში სატრანსფორმატორო ქვესადგურში ხანძარი და სოფელ მაისკოეში საბრძოლო მასალის საცავში აფეთქება.

აფეთქებების შემდეგ „ხელისუფლებამ” სოფელ მაისკოეს მცხოვრებთა ევაკუაცია გამოაცხადაამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე დაადასტურა ყირიმში მომხდარი აფეთქებები და განაცხადა, რომ საბრძოლო მასალის შესანახ ადგილზე სავარაუდოდ ხანძარი გაჩნდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics