|
2022-08-15 13:56:51, 1154 ნახვა
მსოფლიო
ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტის ფონზე, ჩინეთი ტაივანის სიახლოვეს სამხედრო წვრთნებს ატარებს
ტაივანში ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტის ფონზე, ჩინეთმა ნახევარკუნძულის სიახლოვეს სამხედრო წვრთნები განაახლა. პეკინმა კანონმდებლების ვიზიტს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა უწოდა. ხუთი ამერიკელი დეპუტატი, სენატორ ედ მარკის ხელმძღვანელობით, ტაივანში კვირას ჩავიდა. ტაივანს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აგვისტოს დასაწყისში ეწვია, რამაც ჩინეთისა და ამერიკის ურთიერთობებში დაძაბულობა გამოიწვია. "ორშაბათს მოეწყო ერთობლივი საბრძოლო მზადყოფნის პატრულირება და საბრძოლო წვრთნები ზღვასა და საჰაერო სივრცეში. ტაივანის გარშემო წვრთნები იყო მკაცრი შემაკავებელი საშუალება შეერთებული შტატებისა და ტაივანისთვის, რომ განაგრძონ პოლიტიკური ხრიკები და ძირი გამოუთხარონ მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეზე,"- აცხადებენ ჩინეთის სამხედრო შენაერთის წარმომადგენლები. ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტს კრიტიკულად გამოეხმაურა. განაცხადების თანახმად, დეპუტატების მოგზაურობა არღვევს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „სრულად ამხელს შეერთებული შტატების, როგორც ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობის შემრყევის ნამდვილ სახეს“.,"- აცხადებს ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს, ადგილობრივი დროით გვიან საღამოს ჩავიდა. თვითმფრინავის დაფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც პელოსის მოგზაურობას „ჩინეთის პოლიტიკის სერიოზულ დარღვევა" უწოდა, რომელიც ჩინეთის სუვერენიტეტს არღვევდა, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას. მათივე თქმით, ეს ტაივანის სრუტეში და „არასწორ სიგნალებს" აგზავნის „ტაივანის დამოუკიდებლობის" მხარდამჭერებისთვის.აშშ-ის პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ, .ჩინეთი შეერთებულ შტატებთან რიგ სფეროებში თანამშრომლობას წყვეტს, მათ შორის დიალოგს უმაღლესი დონის სამხედრო მეთაურებს შორის და კლიმატთან დაკავშირებითც არსებულ მოლაპარაკებებს,
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)