04:05 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-15 13:15:23, 1252 ნახვა

ეკონომიკა
"ბაზისბანკის" ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა

12 აგვისტოს, "საქართველოს ეროვნულმა ბანკმა", ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის "ახალგაზრდები მოსწავლეებისათვის" ფინალისტებს უმასპინძლა.

კონკურსი ეროვნული ბანკის, პორტალ FinEdu.gov.ge-ს, ბაზისბანკისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციების ფინანსური ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდა.

კონკურსის მიზანი ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესება და მოსწავლეებისთვის სასკოლო პროგრამებში მათი ჩართულობის ზრდა იყო. ახალგაზრდებმა, ფინანსური განათლების სწავლების მიზნით, საკუთარი იდეები წარმოადგინეს. კონკურსის ფარგლებში 60-მდე ნამუშევარი შემოვიდა, რომელთაგან ჟიურიმ 12 ფინალისტი გამოავლინა და ღონისძიებაზე მათ თავად წარადგინეს საკონკურსო იდეები.

კონკურსის პირობებით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად, ჟიურიმ 5 გამარჯვებული გამოავლინა. კონკურსის თორმეტივე ფინალისტს, ბაზისბანკმა, ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, ხოლო მეორე საპრიზო ადგილზე გასული გამარჯვებული, 2,000 ლარით დააჯილდოვა.

ახალგაზრდების ფინანსური განათლება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. წელს უკვე მეორედ, საქართველოში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, ინოვაციური იდეებისა და პროექტების კონკურსით აღინიშნა, რომელიც ახალგაზრდებში ფინანსური განათლების საკითხების მიმართ ინტერესის ზრდასა და ცოდნის გავრცელებას შეუწყობს ხელს, რაც ახალგაზრდებს სამომავლოდ პასუხისმგებლიანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics