02:20 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-12 19:01:13, 1640 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის უსაფრთხოება - გამოვავლინეთ პირი, რომელიც მხილებულია მოზარდის წამებაში და კადიროვთან დაახლოებულია

გამოვავლინეთ კიდევ ერთი დამნაშავე, რომელიც კიევის რეგიონში, ერთ-ერთი სოფლის დროებითი ოკუპაციის დროს, მშვიდობიან მოსახლეობას სასტიკად უსწორდებოდა. - ამის შესახ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა. 

მათივე თქმით,დამნაშავე პირი არის რუსეთის გვარდიის სპეცდანიშნულების დანაყოფის (OMON) მეთაური ჩეჩნეთის რესპუბლიკაში - ანზორ ბისაევი, კადიროვთან დაახლოებული პირი.

"გამოვავლინეთ კიდევ ერთი დამნაშავე, რომელიც კიევის რეგიონში, ერთ-ერთი სოფლის დროებითი ოკუპაციის დროს, მშვიდობიან მოსახლეობას სასტიკად უსწორდებოდა, მათ შორის ბავშვებს, დამნაშავე პირი არის რუსეთის გვარდიის სპეცდანიშნულების დანაყოფის (OMON) მეთაური ჩეჩნეთის რესპუბლიკაში - ანზორ ბისაევი, კადიროვთან დაახლოებული პირი". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics