|
2022-08-12 18:08:56, 1397 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი Global Finance-მა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა მსოფლიოს მასშტაბით გამოავლინა საუკეთესო კორპორატიული/ინსტიტუციონალური ციფრული ბანკები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მათ შორისაა საქართველოს ბანკიც, რომელიც საერთაშორისო გამოცემამ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაწეული მაღალი ხარისხის საბანკო მომსახურებისთვის საუკეთოდ უკვე მეორედ დაასახელა. გამარჯვებული ბანკები შეირჩა ისეთი კრიტერიუმების მიხედვით როგორიცაა: ვებ პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნება, მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრული გამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველი ციფრული შეთავაზებები, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის და ა.შ. "საუკეთესო ბანკად დასახელება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაწეული მომსახურებისთვის, არის დიდი პატივი ჩვენთვის. მით უმეტეს ისეთი საერთაშორისო გამოცემის მიერ, როგორც Global Finance-ია. ის ფაქტი, რომ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების წინაშე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და აქტიურად ვაგრძელებთ მათ მოსმენას, რათა უკეთ გავიგოთ მათი საჭიროებები და გამოწვევები, როგორც ჩანს, არ რჩება ყურადღების მიღმა არც ბიზნესის და არც საერთაშორისო გამოცემების მხრიდან. ეს ჯილდო არის კიდევ უფრო მეტი მოტივაცია, ვიყოთ მაქსიმალურად ახლოს მომხმარებელთან, საჭირო დროს და საჭირო ადგილას, რათა მათთვის სწორედ იმ სერვისებისა და პროდუქტების მაღალი ხარისხით შეთავაზება შევძლოთ, რაც კიდევ უფრო გაუმარტივებს მათ ყოველდღიურ საქმიანობას და მისცემს მეტს დროს, განავითარონ ბიზნესი. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ქმნიან საუკეთესო ციფრულ ბანკს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის", - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი. ინფორმაციისთვის, გამარჯვებული ბანკები Global Finance-მა აფრიკის, აზიის, წყნარი ოკეანის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შეარჩია. საუკეთესო ბანკები კი ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერის, Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრებისა და Global Finance-ის რედაქტორების შერჩევის შედეგად დასახელდნენ.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)