|
2022-08-11 16:33:22, 1500 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის თავდაცვა - უკრაინას მრავალჯერადი გამოყენების სარაკეტო სისტემებს (MLRS) გავუგზავნით
დიდი ბრიტანეთი უკრაინას გაუგზავნის მრავალჯერადი გამოყენების სარაკეტო სისტემებს (MLRS). - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა განაცხადა. მისივვე თქმით, ბრიტანეთი ასევე მისცემს მნიშვნელოვან რაოდენობას ზუსტი მართვადი M31A1 რაკეტებს. "ბრიტანეთი ასევე მისცემს მნიშვნელოვან რაოდენობას ზუსტი მართვადი M31A1 რაკეტებს, რომლებსაც შეუძლიათ 80 კმ-მდე დაშორებული სამიზნეებისთვის დარტყმა, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას რუსული მძიმე არტილერიისგან თავდაცვა გააგრძელოს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)