18:48 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-11 10:42:27, 1001 ნახვა

მსოფლიო
ლინკევიჩი - რუსებისთვის ევროპაში ან ნებისმიერ სხვა ცივილიზებულ ქვეყანაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთიური უფლება, ეს პრივილეგიაა

რუსებისთვის ევროპაში ან ნებისმიერ სხვა ცივილიზებულ ქვეყანაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთიური უფლება, არამედ პრივილეგიაა,- ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს ლინკევიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსებმა აღნიშნული პრივილეგიით იქამდე არ უნდა ისარგებლონ, სანამ რუსეთი აგრძელებს აგრესიას.

„რუსებისთვის ევროპაში ან ნებისმიერ სხვა ცივილიზებულ ქვეყანაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთიური უფლება, არამედ პრივილეგიაა, რომლითაც არ უნდა ისარგებლონ სანამ რუსეთი აგრძელებს აგრესიას.

ერთი ნაბიჯი რუსეთის შესაჩერებლად არის ის, რომ ფართო საზოგადოებამ იგრძნოს სანქციების და მოგზაურობის აკრძალვის შედეგები“,- წერს ლინკევიჩსი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, დაკეტონ საზღვრები ყველა რუსეთისთვის.

აღნიშნულ ინიციატივას მხარი ესტონეთის პრემიერ-მინისტრმაც დაუჭირა და მოუწოდა ევროკავშირს შეწყვიტოს ტურისტული ვიზების გაცემა რუსებისთვის.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics