|
2022-08-10 13:11:26, 1438 ნახვა
საზოგადოება
მიიღე პედიატრის კონსულტაცია სახლიდან გაუსვლელად
მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე, სამედიცინო დახმარების სახეები ასაკის მიხედვით განსხვავდება. ჩვენ ვიცით, რომ ასაკის მატებასთან ერთად, სკრინინგის კონკრეტული გრაფიკის დაცვამ შესაძლოა სიცოცხლის შენარჩუნება შეძლოს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ექიმთან რეგულარული ვიზიტები არანაკლებ მნიშვნელოვანია ადრეულ ბავშვთა ასაკშიც. დაბადებისას ჩვილები ყოველთვიურად უნდა ეწვიონ ექიმს, 9-18 თვიდან - სამ თვეში ერთხელ უნდა გაიარონ პედიატრიული დახმარება, 18 თვიდან 3 წლამდე, ექიმები გვირჩევენ ვიზიტს ყოველ ექვს თვეში ერთხელ, ხოლო 3 წლის ასაკში გრაფიკი გადადის ყოველწლიურზე. დამეთანხმებით, რომ მსგავსი გრაფიკით ექიმთან ვიზიტი ბავშვთან ერთად ძალიან რთულია. ცნობიერების ამაღლების ტემპი რეგულარული პედიატრიული ვიზიტების შესახებ უკანასკნელ პერიოდში გაზრდილია, თუმცა მშობლები დღემდე ეჭიდებიან კლინიკაში ვიზიტებთან დაკავშირებულ სირთულეებს, რომლებსაც წარმოადგენენ რეგისტრატურის და კაბინეტთან რიგის მოლოდინში ბავშვთან ერთად დგომა, კლინიკის კედლებში ყოფნისას ბავშვის მიერ განცდილი სტრესით გამოხატული ტირილი და იმ ამბულატორიულ ინფექციათა გავრცელების წყაროები, რომელთაც პაციენტები ხშირად რეგულარული ვიზიტების დროს ხვდებიან. REDMED-ის კომფორტული პლატფორმა ამ ყველა პრობლემის აღმოფხვრაში დაგეხმარებათ. მისი მეშვეობით პედიატრთან კონსულტაცია დროის დაზოგვის და სტრესის თავიდან არიდების ყველაზე მარტივ გზას წარმოადგენს. პედიატრთან ონლაინ კონსულტაცია REDMED-ის დახმარებით იმისათვის რომ თქვენ შეძლოთ REDMED-ის სერვისით სარგებლობა, აუცილებელია ეწვიოთ მის მთავარ გვერდს და ძიების ველში ჩაწეროთ სპეციალობა – პედიატრი. პლატფორმაზე არსებული გამოცდილი და პროფესიონალი ექიმებისგან აუცილებელია ამოირჩიოთ სასურველი, ან ფილტრის ფანჯრიდან თქვენთვის მოსახერხებელი დროის, კლინიკის ან დაზღვევის მიხედვით შეარჩიოთ თავისუფალი სპეციალისტი. აუცილებელია სასურველი დროის არჩევის დროს შეარჩიოთ აუდიო ან ვიდეო კონსულტაციიდან ერთ-ერთი და თუკი ჩვენი სერვისით პირველად სარგებლობთ გაიაროთ ავტორიზაცია. დაჯავშნილ კონსულტაციამდე აუცილებელია წინასწარ გვქონდეს მომზადებული ყველა ის ინფორმაცია, რაც სპეციალისტისთვის გახდება აუცილებელი : ჩატარებული აცრების და გადატანილი ინფექციური დაავადებების სია, ჩივილების მიმდინარეობა, თუკი ოჯახში აღინიშნება რაიმე სახის გენეტიკური დაავადებები და სხვა. ვიდეო კონსულტაციისას მნიშვნელოვანია გარემო, სადაც ბავშვი კომფორტულად და დაცულად იგრძნობს თავს : შემოკრიბეთ მისთვის საყვარელი სათამაშოები და ეცადეთ პროცესი მიმდინარეობდეს მშვიდ ოთახში, სადაც არაფერი შეგიშლით ხელს და გაფანტავს მის ყურადღებას. გარდა ონლაინ კონსულტაციისა, REDMED-ი საშუალებას გაძლევთ ყველა სადაზღვევო დოკუმენტაცია მიიღოთ ელეტრონულად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი საჭირო გახდება ანალიზების და მედიკამენტების დანიშვნა, ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ გამოიძახოთ ლაბორატორია და/ან აფთიაქი სახლში.
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)