|
2022-08-10 11:02:55, 996 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3“ კალათბურთში დაიწყო
საქართველოს თავდაცვის ძალებში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3“ კალათბურთში დაიწყო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტურნირის მონაწილეებს სპორტულ ასპარეზობაში წარმატება უსურვა და ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის თავგანწირვაზე ისაუბრა. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით, ასევე მიმართა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ. პაატა გურასპაულმა აღნიშნა, რომ კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გამარჯვებულ გუნდს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატზე დასწრების შესაძლებლობას მისცემს. მოგვიანებით, გიორგი ანწუხელიძის შვილებს ჯუანშერ ბურჭულაძემ საჩუქრები, ხოლო პაატა გურასპაულმა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრების მიერ ხელმოწერილი ბურთები გადასცა.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და უწყების სხვა ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ. JTEC-ში საპატიო სტუმრის სტატუსით ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. ტურნირი „3X3“ კალათბურთში ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ შესარჩევ ეტაპზე ერთმანეთს საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გუნდები შეეჯიბრებიან. გამარჯვებული გუნდები ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გააგრძელებენ ასპარეზობას. ფინალური თამაშები ბათუმის ბულვარში გაიმართება, სადაც ასევე დაგეგმილია დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საჩვენებელი თამაში პარა-კალათბურთში. ტურნირში წელს პირველად მონაწილეობენ ეროვნული გვარდიის რეზერვისტებიც. 19 აგვისტოს გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3 კალათბურთში ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება. ჩემპიონატი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და საქართველოს თავდაცვის ძალებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტული შემართების ამაღლებას უწყობს ხელს. საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა, 9 აგვისტოს იგი მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ ცემით მოკლეს. მას 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)