02:11 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-09 22:23:09, 1051 ნახვა

პოლიტიკა
უკრიანის თავდაცვა ანექსირებულ ყირიმზე - ხანძრის ფაქტი ტერორისტულმა ქვეყანამ შეიძლება საინფორმაციო ომში გამოიყენოს

შეგახსენებთ სახანძრო უსაფრთხოებისა და მოწევის აკრძალვის წესებს. - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვამ ანექსირებულ ყირიმში აფეთქებებზე განაცხადა.

მათივე თქმით, ხანძრის ფაქტი ტერორისტულმა ქვეყანამ შეიძლება გამოიყენოს საინფორმაციო ომში.

"უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ხანძრის გამომწვევ მიზეზს ვერ ადგენს, მაგრამ კიდევ ერთხელ შეახსენებს სახანძრო უსაფრთხოებისა და სახიფათო ადგილებში მოწევის აკრძალვას.
ხანძრის ფაქტი ტერორისტულმა ქვეყანამ შეიძლება გამოიყენოს საინფორმაციო ომში. არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე დამახასიათებელი „შევრონი“, „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ“.
ბამბის ტანსაცმელი ძალიან ჰიგიენურია.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ყირიმის ოლქის სამხედრო აეროდრომზე აფეთქება მოხდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics