20:10 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-09 18:10:18, 976 ნახვა

მსოფლიო
ბელარუსისა და რუსეთის ჯარები სამხედრო წვრთნებს ერთობლივად გაივლიან

ბელარუსი რუსეთთან ერთობლივ სამხედრო წვრთნები დაიწყება.ინფორმაციის თანახმად, წვრთნები ორ ეტაპად ჩატარდება. 9-დან 11 აგვისტოს ჩათვლით - ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით  - აშულუკის საწვრთნელ პოლიგონსა და სასაზღვრო საჰაერო სივრცეში, რუსეთის ტერიტორიაზე.

სამხედრო საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების ოპერატიულ-ტაქტიკური სწავლება ბელარუსში რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური ძალების 185-ე საბრძოლო მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართება. თავდაცვის უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ წვრთნებში პირადი შემადგენლობა, სამხედრო სპეცტექნიკა, მათ შორის საავიაციო ნაწილები, საჰაერო თავდაცვისა და რადიოტექნიკური დანაყოფები ჩაერთვებიან, მასში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ბელარუსის სამხედრო აკადემიის საბრძოლო ფორმირებები.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნების მიზანი დავალებათა შესასრულებლად სამხედრო შენაერთების თავსებადობის ამაღლებაა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics