|
2022-08-09 16:57:00, 728 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ერდოღანი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს საარჩევნო კამპანიისთვის იყენებს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დიპლომატიურ წარმატებებს საარჩევნო კამპანიის პერსპექტივის იყენებს,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ს ავრცელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ დიპლომატიური გამარჯვებების სერია თურქეთის პრეზიდენტს გარკვეულ მოსვენებას აძლევს თურქეთში არსებული ეკონომიკური სიძნელეებისგან და სთავაზობს მისი კამპანიის სტრატეგიის გეგმას 2023 წელს დაგეგმილ არჩევნებში. „როდესაც ის ემზადება მისი თითქმის 20-წლიანი მმართველობის ყველაზე დიდი საარჩევნო გამოცდისთვის, პრეზიდენტი ხაზს უსვამს თავის მიღწევებს მსოფლიო სცენაზე. საერთაშორისო დონეზე პროგრესი ეწინააღმდეგება ქვეყანაში არსებულ ბნელ ეკონომიკურ სურათს, სადაც ინფლაცია 79%-მდე გაიზარდა ლირა კი იკლებს დეკემბრის ბოლო სავალუტო კრიზისის დროს დაფიქსირებულ რეკორდულ დაბალ დონეზე”,- წერს Reuters-ი. ამავდროულად, ოპონენტები ერდოღანს არაორდინალურ ეკონომიკურ პოლიტიკაში ადანაშაულებენ, მათ შორის საპროცენტო განაკვეთების შემცირებაში. მიუხედავად მაღალი ინფლაციისა და 2019 წლიდან ცენტრალური ბანკის სამი ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა, რის გამოც ქვეყნის ეკონომიკა მხარდასაჭერად გარე დაფინანსებაზეა დამოკიდებული. ამასთან, როგორც ერდოღანი აღნიშნავს, ექსპორტის, წარმოებისა და ინვესტიციების პრიორიტეტი - უფრო აშკარა 2023 წლის პირველ კვარტალში გახდება. შეგახსენებთ, რომ მანამდე თურქეთის მეთაურმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოჭში ვიზიტის დროს ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირადი შეხვედრისთვის მიიწვია.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)