13:21 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-09 10:26:33, 728 ნახვა

საზოგადოება
შუახევის მერმა, ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა. შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ორთქიფანიძესთან და  ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალები ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

2008 წლის აგვისტოს ომში აჭარიდან 19 ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის შუახევის მკვიდრები ამირან მამალაძე, იაგო მიქელაძე, წარმოშობით შუახეველები, რომან ზოიძე და თენგიზ ჭაღალიძე.

დღეს ომარ ტაკიძე, გმირულად დაღუპული იაგო მიქელაძისა და ამირან მამალაძის ოჯახებს პირადად ესტუმრა, კიდევ ერთხელ თანადგომა გამოუცხადა და  გმირების საფლავებს პატივი მიაგო.

ამირან მამალაძის ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე, ბათუმის შ.რუსთაველის  სახელმწიფი უნივერსიტეტის ლექტორებმა, სტუდენტებმა და  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა.

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics