02:12 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-07 14:51:47, 1023 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - 1801, 1921, 1992, 2008 - ეს თარიღები რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის დაუნდობელ პოლიტიკას ასახავს

1801, 1921, 1992, 2008 - ეს არის თარიღები, რომლებიც ყველა ქართველს სამუდამოდ ახსოვს, - საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის 7 აგვისტოდან 14 წლის გასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

მისი თქმით, ოკუპაციის თარიღები ასახავს რუსეთის შეიარაღებული აგრესიის და დაუნდობელ პოლიტიკას.

"1801, 1921, 1992, 2008 - ეს არის თარიღები, რომლებიც ყველა ქართველს სამუდამოდ ახსოვს. ისინი ასახავს რუსეთის შეიარაღებული აგრესიის და ოკუპაციის დაუნდობელ პოლიტიკას. ქართული გამძლეობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ჩემი ფიქრები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ჩვენს მოქალაქეებზეა",- წერს ზურაბიშვილი. 

2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ის საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას წარმოადგენს, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics