08:30 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-06 17:34:57, 1711 ნახვა

ომი უკრაინაში
მარიუპოლის საკრებულო - ოკუპანტები საჩვენებელი სასამართლო პროცესის მოსაწყობად, ციხის საკნებს აშენებენ

ოკუპანტები მარიუპოლის ფილარმონიის სცენაზე ციხის საკნებს დგამენ, რათა სამხედრო ტყვეების საჩვენებელი სასამართლო პროცესი მოაწყონ,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის საკრებულოში ავრცელებს.

მათი ცნობით, სასამართლოს გამართვას ოკუპანტები სექტემბერში გეგმავენ. 

„ახლა მარიუპოლის კამერული ფილარმონიის სცენაზე რუსი დამპყრობლები აწყობენ ციხის საკნებს. გამაგრების დიამეტრი 20 მმ-ია. დამპყრობლები გეგმავენ სექტემბერში უკრაინის დამცველების "დემონსტრაციული სასამართლო პროცესის გამართვას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ აღნიშნა, რომ დამპყრობლები ყველა საერთაშორისო ნორმის უგულებელყოფას აგრძელებენ.

„ისინი აგრძელებენ ომის დანაშაულების ჩადენას, რაც მთელი ცივილიზებული სამყაროს უგულებელყოფის დემონსტრირებას ახდენს”,- დასძინა ბოიჩემკომ.

გარდა ამისა, მარიუპოლის მერმა მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას, გაეროს და წითელ ჯვარს ჩაერიონ სიტუაციაში და დაიცვან სამხედრო ტყვეების მოპყრობის წესები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics