19:16 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-06 10:55:57, 1094 ნახვა

მსოფლიო
ღაზას სექტორთან განვითარებული მოვლენების გამო, ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

ისრაელის არმიის ღაზას სექტორზე თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს.

„ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„6 აგვისტოს, შაბათს, 20:00 საათამდე იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები (ვადის გაგრძელების შემთხვევაში, დამატებით გაცნობებთ):

ღაზას სექტორთან 80კმ-ის რადიუსში მცხოვრებთათვის:

  • ნებადართულია ღონისძიებები და შეკრებები არა უმეტეს 10 ადამიანისა ღია სივრცეში და არა უმეტეს 50 ადამიანისა - დახურულ სივრცეში.
  • სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში და საზაფხულო ბანაკებში არ განხორციელდება.
  • სამუშაო ადგილებზე ყოფნა მხოლოდ იმ დაწესებულებებშიანებადართული, სადაც თავშესაფრებია.
  • უსაფრთხოების იგივე ნორმები მოქმედებს ცენტრალურ და დასავლეთ ნეგევის მიმდებარედ მცხოვრებთათვის. განსხვავდება მხოლოდ დახურულ სივრცეში შეკრების პირობა: ნებადართულია 100 ადამიანი.
  • შეცვლილია აფრენის და დაფრენის გრაფიკი ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში.
  • საჯარო თავშესაფრები გახსნილია ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქებში - აშდოდი, შდეროთი, ბერშევა და ასევე, რამდენიმე ცენტრალურ ქალაქში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ აღნიშნული უსაფრთხოების ნორმები" - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში პალესტინის "ისლამური ჯიჰადის" საპასუხოდ, ფართომასშტაბური საჰაერო დარტყმები დაიწყო.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის თქმით, ისრაელის მთავრობა არაა  დაინტერესებული ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანებით, თუმცა გაანადგურებს მათ, ვინც ისრაელს ემუქრება. 
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics