21:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-04 10:11:00, 1767 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, რომელიც დაიწყო აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის,- აღნიშნულის შესახებ ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აუცილებელია დეესკალაცია, ცეცხლის შეწყვეტის სრული პატივისცემა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება მოლაპარაკების გზით გადაწყვეტილებების მოსაძებნად.

„ევროკავშირი მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, რომელიც დაიწყო აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის ლაჩინის დერეფნის გარშემო და კონტაქტის ხაზის გასწვრივ სხვა ადგილებში. სამწუხაროდ, ამ შეტაკებებს უკვე მოჰყვა მსხვერპლი და არიან დაშავებულები.

აუცილებელია დეესკალაცია, ცეცხლის შეწყვეტის სრული პატივისცემა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება მოლაპარაკების გზით გადაწყვეტილებების მოსაძებნად. ევროკავშირი რჩება ერთგული, დაეხმაროს დაძაბულობის დაძლევაში და განაგრძოს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ",- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ, როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, 3 აგვისტოს, დილით, სომხური შეიარაღებული ფორმირებების წევრები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსეთის კონტინგენტია განლაგებული, ინტენსიურად ბომბავდნენ ლაჩინის რეგიონის მიმართულებით დისლოცირებულ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს.

შედეგად, დაიჭრა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, ქაზიმოვი ანარ რუსტამ ოღლუმი, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics