04:07 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-03 15:10:59, 907 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები ახალგაზრდები არიან, თავისუფლება და სტაბილურობა სურთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში რუსი მოქალაქეების შემოსვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ საკითხზე არსებულმა კამპანიამ ქსენოფობიური სახე მიიღო.

მისივე თქმით, რუსეთიდან  საქართველოში საცხოვრებლად საშუალო სოციალური ფენა წამოვიდა, რომელსაც  სტაბილურობა, დემოკრატია და თავისუფლება სურს.

'იცით, რომ არაფერი არ შეცვლილა არც რაოდენობაში, შემოსვლის კუთხით, არც ვიზებთან დაკავშირებით. არაფერი არ შეცვლილა ბოლო წლებთან შედარებით. იცით, რომ უბრალოდ ეხლა 20 და 21 წლის აღება რომ ხდება, ეს არარელევანტურია იმიტომ რომ პანდემია იყო და გასაგებია, რომ მაგ დროს სხვანაირად იყო საერთოდ გადაადგილება მსოფლიოში.რაც შეეხება რაოდენობას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და უფრო მეტიც, ვინც ამ კამპანიას, და ეს ხომ ახალი არ არის, მარტში იყო ეს კამპანია და გადაიზარდა ქსენოფობიურ კამპანიაში, გადაიზარდა იმაში, რომ შუა ჭავჭავაძეზე რუს მოქალაქეს ქვა ესროლა ვიღაცამ. ამ ქსენოფობიას ახალისებს ახლა ეს კამპანია და მე მიკვირს, რომ ამაში პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ჩართული არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. აღვივებენ ქსენოფობიას, მეტს არაფერს.

მითუმეტეს, რომ ძალიან კარგად იციან, კვლევებიც არსებობს, თუ მაგალითად, თუკი ვსაუბრობთ რუსეთის მოქალაქეებზე, რა ჯგუფები შემოდის ჩვენთან. ეს არის ძირითადად გახლავან ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ კარგი შემოსავალი, ძირითადად არიან IT სფეროდან, კულტურის სფეროდან, მენეჯმენტის სფეროდან... ეს არის საშუალო ფენა, რომელიც წამოვიდა რუსეთიდან იმიტომ, რომ სურთ სტაბილურობა, დემოკრატია, თავისუფლება, რომელიც ამ ქვეყანაში არის, "- განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics