14:23 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-02 17:02:31, 1092 ნახვა

საზოგადოება
„ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“ - რუსეთის პატრიარქმა ილია II-ს ტიტული არასრულად მოიხსენია

რუსეთის პატრიარქმა კირილმა სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქს, ილია II-ს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.

 წერილში საქართველოს კათოლიკოსის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის  ტიტული არ არის მოხსენიებული,

"მის უწმიდესობას და უნეტარესობას, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს",- ასე მიმართავს რუსეთის პატრიარქი საქართველოს პატრიარქს

 შეგახსენებთ, რომ ილია II-ს სრული ტიტული შემდეგნაირია: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის. 

სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 ივლისს გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics