04:03 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-02 15:42:40, 883 ნახვა

პოლიტიკა
არახამია - საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს

საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე, დავით არახამია, დმიტრი მედვედევის  წაშლილ პოსტს.

არახამიას თქმით, თბილისის პრორუსულმა ხელისუფლებამ ეს ჯერ კიდევ ვერ გაიგო.

„საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს, მაგრამ თბილისის პრორუსულ ხელისუფლებას ეს ჯერ კიდევ არ ესმის.

რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომელიც აგრძელებს ბიზნესის კეთებას სანქციების გვერდის ავლით და საქართველოს ხელისუფლების, რომელიც აგრესორთან ერთად თამაშობს, მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ შემდეგი საქართველო იქნება. მოსკოვში კი ამას აღარ მალავენ.

ამიტომ დეოლიგარქიზაცია ქართველი ხალხის ნომერ პირველი მიზანი უნდა გახდეს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ევროპაში შესასვლელად და არა რუსი აგრესორის ხელში აღმოსაჩენად",- წერს არახამია.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთი უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევმა გამოაქვეყნა პოსტში, რომელიც მოგვიანებით წაიშალა.

პოსტში მედვედევი ამბობდა, რომ ყველა ერი, რომელიც “ოდესღაც დიდ და მძლავრ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა”, მათ ისევ ერთად უნდა იცხოვრონ.

გარდა ამისა, პოსტში საუბარი იყო  საქართველოზეც. მედვედევი თვლის, რომ ეს ქვეყანა, რუსეთთან შეერთებამდე, საერთოდ არ არსებობდა. საქართველო რუსეთისკენ ილტვოდა იმიტომ, რომ ესმოდა, რომ რუსეთი მისი ერთადერთი ბუნებრივი მოკავშირე იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics