04:06 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-02 14:53:12, 576 ნახვა

პოლიტიკა
იონათამაშვილი ოპოზიციაზე - ომის კამპანიამ არ გაამართლა და თავისმართლების კამპანიაზე გადავიდნენ

ომის კამპანიამ არ გაამართლა და თავისმართლების კამპანიაზე გადავიდნენ იმის ნაცვლად, რომ გამიჯვნოდნენ შიდა და გარე აქტორების მოწოდებებს ომში ჩართვასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი, რატი იონათამაშვილი წერს. 

მისი თქმით,  ევროპარლამენტშიც კი არიან პრორუსი დეპუტატები.

"ომის კამპანიამ არ გაამართლა და თავისმართლების კამპანიაზე გადავიდნენ იმის ნაცვლად, რომ გამიჯვნოდნენ შიდა და გარე აქტორების მოწოდებებს ომში ჩართვასთან დაკავშირებით.  
რომ კითხოთ, საქართველოს არჩეული ხელისუფლება არ წარმოადგენს საქართველოს და დასავლეთში არსებული  ცალკეული ძალა, ან ძალები მთლიანად დასავლეთს წარმოადგენენ?!

მაშინ, როდესაც ევროპარლამენტშიც კი არიან, სამწუხაროდ, პრორუსი დეპუტატები.
რუსეთი რომ ოკუპანტია, ამას კამპანია არ სჭირდება, ეს არის ფაქტი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტულ ვერდიქტში ჩაიწერა ქართული ოცნების ადვოკატირებით და ოფიციალურად დაერქვა რუსეთის აგრესიას ოკუპაცია, რუსეთს კი - ოკუპანტი!

მაგრამ, როცა საერთაშიროსო სასამართლოები და მთავარი პარტნიორები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მთელ პასუხისმგებლობას აკისრებენ რუსეთს, ესენი ცდილობენ რომ პასუხისმგებლობა დააკისრონ საქართველოს ხელისუფლებას; როდესაც ჩვენ სტრასბურგში და ჰააგაში ვიგებთ საქმეებს, ესენი ცდილობდნენ რომ ომის დაწყება დააბრალონ ქართველ სამხედროებს  და როდესაც ჩვენ ომში ჩართვისკენ მოწოდებისთვის ვაკრიტიკებთ ცალკეულ პირებს, ესენი ცდილობენ რომ დასავლეთთან დაპირისპირებად წარმოაჩინონ ამ მოწოდებების არგაზიარება. 

ყველაფერი ეს არის ქვეყნის ღალატი და როგორც პოლარიზაცია ქართული პოლიტიკან გადავა ნაცმოძრაობის შიგნით, ისე მათი თვითაღიარების კამპანია დასრულდება თვითგანადგურების კამპანიით",- წერს იონათამიშვილი. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics