2022-08-01 15:35:09, 971 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა 29 ივლისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს გარდაცვლილი გმირების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი 29 ივლისს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა და დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
„მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი გმირი თანამემამულეების ოჯახებს. ძალიან საშინელი ტრაგედია მოხდა და თითოეული ეს ადამიანი გმირია, შესაბამისი ბრძანებულება უკვე გამოიცა და თითოეული ამ ადამიანის ოჯახს სახელმწიფო დაეხმარება 100 000 ლარით“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),