|
2022-08-01 13:34:07, 1541 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის ვიცე-პრემიერი - აზოვსტალი ტექნოპარკი გახდება, მარიუპოლში პუტინის სახელობის გასართობი პარკები შეიქმნება
რუსეთის ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა BBC-სთან ინტერვიუში ოკუპირებული მარიუპოლის აღდგენის გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით,აზოვსტალი ტექნოპარკად გადაკეთდება (რას ნიშნავს ეს, ვიცე-პრემიერმა არ დააკონკრეტა). ქალაქში ვლადიმერ პუტინის სახელობის ახალი პარკები შეიქმნება. "რაც შეგვიძლია აღვადგინოთ, ყველაფერს აღვადგენთ. ყველაფერს, რასაც ვერ აღვადგენთ, ჩვენ ავაშენებთ.", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ხუსნულინმა განმარტა, რომ თანხების გამოყოფა თვითგამოცხადებული DNR და LNR ტერიტორიების აღდგენისთვის რუსეთის რეგიონების განვითარებაზე დანახარჯების შემცირების გარეშე განხორციელდება. მარიუპოლის საკრებულოს ცნობით, ორთვიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ, შენობების 90% განადგურდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაახლოებით 150 ათასი ადამიანი დარჩა. ქალაქში ჯერ კიდევ არ არის ელექტროენერგია, წყალი და გაზი. ზოგიერთი ადამიანი კვლავ სარდაფებში ცხოვრობს და საკვებს ცეცხლზე ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)