|
2022-07-31 14:33:30, 1635 ნახვა
სამართალი
ბრალდებული - ვაღიარებ, რომ მირიან კუკავა ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა
ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილი აღიარებს, რომ მირიან კუკავა მის მიერ დანით მიყენებული ჭრილობებით დაიღუპა. გამოძიება მას ორ მუხლს - განზრახ მკვლელობასა და ხულიგნობას ედავება. სასამართლო პროცესზე ჯიჯეიშვილმა თქვა, რომ ხულიგნობის ნაწილში თავს დამნაშავედ არ ცნობს. "ხულიგნობაში არ ვცნობ თავს დამნაშავედ, მაგრამ ვაღიარებ, რომ ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა", - თქვა დავით ჯიჯეიშვილმა. 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლო 8 დაკავებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.როგორც საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, ბრალდების მხარე რვავე დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. " ამ კატგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს პროკურატურას უმკაცრესი პოლიტიკა აქვს.მნიშვნელოვანია, რომ ყველა დამნაშავე პირი კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება ბრალდებულებს, მოგეხსენებათ ერთ-ერთი არის მკვლელობაში ბრალდებული, ასევე შეუტყობინებლობისთვის, ცრუ ინფორმაციის მოწოდებისთვის და ხულიგნობის ფაქტზე ბრალდებულები არიან წარმოდგენილი. რვავე ბრალდებულის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ვითხოვთ პატიმრობის გამოყენებას. სხვა ღონისძიების გამოყენება ამ შემთხვევაში არ იქნებოდა სწორი ჩვენი მხრიდან. ნებისმიერი ასეთი ქმედება უმკაცრეს რეაგირებას მოითხოვს", - განაცხადა პროკურორმა. გამოძიების ინფორმაციით, დაბადებისდღის წვეულებაზე კონფლიქტი უმნიშვნელო ნიადაგზე დაიწყო. "კონფლიქტი დაიწყო უმნიშვნელო ნიადაგზე, ერთმანეთისთვის მხრის გაკვრის გამო, რამაც წააქცია იქ არსებული ურნა და ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება მხარეებს შორის. პირველი კონფლიქტის მონაწილეები, ყველა ის პირი ვინც გამოვლინდა და გამოიკვეთა, რომ მიიღეს მონაწილეობა ხულიგნობაში, ეს არის ხულიგნობა, იმიტომ რომ იქ უამრავი ადამიანი იყო და ამის მიუხედავად, დაიწყეს ჩხუბი და ლანძღვა-გინება, ყველა ეს ადამიანი მიცემულია პასუხისგებაში. რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულს, ისიც მიცემულია პასუხისგებაში", - განაცხადა ყაზარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ხულიგნობის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ხულიგნობის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა.ცხვარიჭამიაში სისხლიანი დაპირისპირება წვეულებაზე მოხდა, სადაც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დაპირისპირებისას 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)