|
2022-07-30 09:53:24, 1829 ნახვა
საზოგადოება
მელია - გმირობა მათი ცხოვრების სტილი იყო, ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების ღრმა მწუხარებას
გმირობა მათი ცხოვრების სტილი იყო, ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების ღრმა მწუხარებას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მათი პროფესია ყოველწამიერად ითხოვდა გმირობასა და სხვებისთვის თავგანწირვას. „სამძიმარს ვუცხადებ გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპული მაშველებისა და ექიმების, ეკიპაჟის წევრების ოჯახებს. ისინი უბრალოდ ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი არ არიან, გმირობა მათი ცხოვრების სტილი იყო, მათი პროფესია ყოველწამიერად ითხოვს გმირობას და სხვებისთვის, ჩვენთვის თავგანწირვას. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების ღრმა მწუხარებას",- წერს მელია. შეგახსენებთ, რომ გუშინ,, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი. როგორც შემთხვევის ადგილზე მისულმა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა. შს მინისტრის თქმით, ასევე დაიღუპა უცხოელი ტურისტიც, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. ამასთან, პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ სამძიმრის წერილში განაცხადა, რომ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)