05:27 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-29 21:29:26, 1074 ნახვა

პოლიტიკა
30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისა და ბორტზე მყოფი 8 ადამიანის დაღუპვის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.  - ამის შესახებ  პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუდაურში მომხდარი ფაქტის გამო.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო. ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ ჩვენს საზოგადოებას. მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი გარდიაცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics