15:37 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-29 11:06:44, 1026 ნახვა

საზოგადოება
მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა ვაზიანში კომბინირებული წვრთნა ჩაატარეს

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანში კომბინირებული წვრთნა ჩაატარეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავადაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საველე სწავლებაში მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონის ასეულები მონაწილეობდნენ, რომელსაც მხარს 44-ე საარტილერიო ბატალიონი, საინჟინრო და სადაზვერვო ჯგუფები უჭერდნენ.

მათივე ცნობით, ერთკვირიანი გეგმიური სწავლების ფარგლებში ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სწავლებისთვის სპეციალურად მოეწყო დასახლებული პუნქტი. სიმულაციური სცენარის მიხედვით შესრულდა სხვადასხვა ამოცანა, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიებით ცეცხლის გამოძახება და კორექტირება, საინჟინრო ქვედანაყოფის მიერ დანაღმული ველის აფეთქება, დასახლებულ პუნქტში შეტევის მოგერიება და შენობის გაწმენდა. წვრთნებში ქართული წარმოების „დიდგორი მედევაკი“ მონაწილეობდა, რომელმაც დაჭრილების ევაკუაცია განახორციელა. დაშავებული სამხედროების საჰაერო ევაკუაციაში ახლადმოდერნიზებული UH-1 იროკეზის ტიპის ვერტმფრენიც ჩაერთო.

სწავლების მიზანი დასახლებულ პუნქტებში ბრძოლისას სხვადასხვა გვარეობის ქვედანაყოფების კოორდინირებული მუშაობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწა, აგრეთვე თავდაცვის ძალებში ახლადდანერგილი ტექნოლოგიებისა და სისტემების პრაქტიკაში გამოყენება იყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics