|
2022-07-28 14:30:15, 1370 ნახვა
სამართალი
შსს-ნარკოდანაშაულისთვის 20 პირი დავაკავეთ, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორი
პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულისთვის 20 პირი დააკავა, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორი უწყების ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და გურიაში კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა. ნარკორეალიზაციის, საქართველოში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისათვის დაკავებულია 20 პირი. უწყების ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, ასევე მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველებმა თბილისში, აჭარაში, გურიაში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს. "ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული არიან: 1979 წელს დაბადებული ლ.ჯ., 2005 წელს დაბადებული რ.ა., 1996 წელს დაბადებული გ.თ., 1985 წელს დაბადებული ნ.ს., 1971 წელს დაბადებული ა.გ., 2002 წელს დაბადებული მ.ჭ., უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ა.მ., 2002 წელს დაბადებულები მ.მ., 1980 წელს დაბადებული მ.მ., ასევე, წარსულში ნასამართლევი პირები: 1978 წელს დაბადებული ზ.თ., 1985 წელს დაბადებული მ.დ., 1992 წელს დაბადებული გ. ს., 1969 წელს დაბადებული ე.დ. და 1976 წელს დაბადებული გ.ს,"- ვკითხულობთ განცხადებაში. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება 1998 წელს დაბადებულ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ი.-ს, 1987 წელს დაბადებულ ე.ი.-ს, ასევე, წარსულში ნასამართლევი პირებს: 1973 წელს დაბადებულ ე.ე.-ს, 1973 წელს დაბადებულ გ.ჟ.-ს, 1966 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს, 1984 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს, მათ ბრალი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის, აგრეთვე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მცდელობაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებაში, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვაში, ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთის პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, დაკავებული ნარკორეალიზატორების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების გაყიდვის შედეგად მიღებული ფული. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებულების: მ.ჭ.-ს და მ.მ. -ს მიერ 25 ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება "ალფა პვპ" ამოიღეს. გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის - ე.ი.-ს პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“ , „თებაინი“, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერება და სხვა სახის ნარკოტიკები.
რაც შეეხება აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ გ.ჟ.-ს, პოლიციამ, მისი პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო დიდი ოდენობით „ჰეროინი“. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“, გამომშრალი მარიხუანა, 2 რევოლვერი და ვაზნები.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ტ.კ.-ის საცხოვრებელ სახლში, ეზოსა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, 43 კილოგრამი კანაფი, ასევე, 813 გრამი გამომშრალი „მარიხუანა“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.ნარკოდანაშაულის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 19-260-ე, 262-ე, 265-ე, 276-ე, 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)