|
2022-07-26 17:37:23, 884 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მმართველი კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მმართველი კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაო შეხვედრაში საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, რეგიონალური მრჩეველი სამართლის უზენაესობის საკითხებში ირინა ლორთქიფანიძე, USAID-ის, საქართველოს პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „შეხვედრის მონაწილეებს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შექმნიდან დღემდე, მოსამართლეების, პროკურორების და ადვოკატების მონაწილეობით საბჭოს არაერთი სხდომა ჩატარდა ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სტანდარტები და უწყვეტი მართლმსაჯულების განხორციელება. "მისასალმებელია ამგვარი ფორმატის არსებობა, სადაც სამივე იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს გვაქვს შესაძლებლობა გავცვალოთ მოსაზრებები, იდეები და ხედვები მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით და ამ მხრივ, ხელი შევუწყოთ იურიდიული პროფესიის გაძლიერებას და მართლმსაჯულების განხორციელების უკეთესი პრაქტიკის ჩამოყალიბებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - სწორედ მსჯელობის უწყვეტი ფორმატი განაპირობებს ამგვარი შეხვედრების პროდუქტიულობას" - აღნიშნა გენერალური პროკურორის მოადგილემ. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის წესებსა და განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრეს, სასამართლო პრაქტიკაში არსებული გამოწვევები და ხარვეზები მიმოიხილეს და მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში რეგიონების ჩართულობის ხარისხის გაზრდის შესახებ იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ამირან გულუაშვილმა სასამართლო პრაქტიკაში არსებული გამოწვევები და ხარვეზები მიმოიხილა. ასევე საუბარი შეეხო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, ქალთა მიმართ ძალადობას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ამასთან, შეხვედრის ფარგლებში, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ერთწლიანი თემატური პროგრამა დამტკიცდა და მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციები და საოპერაციო წესები განისაზღვრა. შეხვედრის დასასრულს, მხარეები კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავების საჭიროებასა და მათი განხორციელების სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ. მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)