16:36 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-26 12:51:41, 1083 ნახვა

საზოგადოება
გლდანის ა მიკრორაიონის N 50 - 52 კორპუსებთან სკვერის მოეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა  რეკრეაციული სივრცეების მოწყობას აგრძელებს. ამჯერად, სკვერის მოწყობის სამუშაოები ა მიკრორაიონის N 50 - 52 კორპუსებთან დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტის შედეგად, განთავსდება ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი. ასევე, დაიგება ბალახი და განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 150 000 ლარამდე დაიხარჯება.

„მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან  ერთად გაეცნო. ისინი მოსახლეობას შეხვდნენ და  სკვერის პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics